ENG
 

 

მრგვალი მაგიდა - ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”

21.06.10 -

მრგვალი მაგიდა

,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”

ასოციაციის ,,უფლება ჯანმრთელობაზე” და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკის პროგრამას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 2010 წლის 8 ივნისს, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”.


სამუშაო შეხვედრა გახსნა იურიდიული კლინიკის პროგრამის დირექტორმა, პროფ. მარინა კვაჭაძემ. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფ. ზაზა რუხაძე. ასვე, Aფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” “კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის” პროგრამის დირექტორი, ნინო კიკნაძე.


მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ,,ალმა-მატერის” პოფესორები (მალხაზ ბაძაღუა და მიშა ბაძაღუა) და სტუდენტები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერიტეტის ჯანდაცვის სამართლის მაგისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციების - ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, ასოციაცია ,,ნდობა”, ასოციაცია ,,უფლება ჯანმრთელობაზე”, ორგანიზაცია “ინტერლო”, ორგანიზაცია ,,ლიდერები დემოკრატიისათვის” და “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” წარმომადგენლები.


სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ მენაბდემ ისაუბრა ცენტრის მუშაობის პრინციპებსა და იმ პრობლემებზე, რომლებიც ხშირად ექმნებათ შშმ პირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბატონმა ვახტანგ მენაბდემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის როლს შშმ პირთა უფლებების დაცვისთვის. ასევე, ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში დასმულ საკითხებზე, როგორიცაა სტატუსის მინიჭების საკითხი, ინკლუზიური განათლება, რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ინსტიტუტები და მათი როლი. Aვ. მენაბდე შეეხო გაეროს კონვენციას შშმ პირთა შესახებ და მისი რატიფიკაციის საკითხს საქართველოში.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა თიკო დიასამიძემ, მედეა სალუქვაძემ და ნინო ლაშქარაშვილმა, ქალბატონ მარი ჩოხელის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს მოხსენებები, აშშ-ს, ევროპისა და რუსეთის გამოცდილების შესახებ შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში.


არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთიგამოცდილება შშმ პირთა უფლებების დასაცავად განხორციელებული პროექტების შესახებ. დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელიც ეხებოდა შშმ პირთა და შშმ ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფატქებს, მათი განათლების უფლების რეალიზაციის პირობებს და საკანონმდებლო ცვლილებებს. დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები, მაგისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.


მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა პროფესორმა მარინა კვაჭაძემ. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის რეგულარული შეხვედრები ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, ხოლო, მეორე მხრივ. სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების აქტიურ ჩართვას შშმ პირთა უფლებების დაცვაში.
ასოციაციის ,,უფლება ჯანმრთელობაზე” პრეზიდენტმა პროფ. ირმა მანჯავიძემ მრგვალი მაგიდის მონაწილე სტუდენტებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი ინტერესისა და აქტიურობისთვის და გადასცა სერთიფიკატები.
 

 

უკან დაბრუნება  

შექმნილია საათეკი-ს მიერ