სამუშაო შეხვედრა გუდაურში
22.04.10 - 
სამუშაო შეხვედრა თემაზე "შესაძლებლობების განსაზღვრა და წინადადების მომზადება"
ა.წ 17-18 აპრილს, დაბა გუდაურში, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის ფარგლებში, კოალიციისთვის “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” ჩატარდა ტრეინინგი თემაზე ”შესაძლებლობების განსაზღვრა და წინადადების მომზადება”.
ტრეინინგს უძღვებოდნენ “კურაციო საერთაშორისო კონსალტინგის” ექსპერტები დავით გზირიშვილი და გიორგი მატარაძე.
თრეინინგის ძირითადი თემა იყო კოალიციის “ადამიანის უფლებები ჯანმრტელობის დაცვის სფეროში” მომავალი მიზნების და ხედვის შემუშავება, სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და მომავალი განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა პირებმა:
ნინო მახაშვილი - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, დირექტორი
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სახალხო დამცველი, ასისტენტი
გიორგი გეგელაშვილი - საქართველოს პაციენტთა უსაფრთხოების ალიანსი, დამფუძნებელი
მარინა ჩოხელი - 42-ე მუხლი, პროექტის დირექტორი
თამუნა დეკანოსიძე - უფლება ჯანმრთელობაზე, ასისტენტი
კოკა ლაბარტყავა - ახალი ვექტორი, დირექტორი
ლელა ცისკარიშვილი - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი
თამარ კურტანიძე - საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება, პროექტის ასისტენტი
ნანა ზავრადაშვილი - კავშირი თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის, მენეჯერი
ირმა მანჯავიძე - ასოციაცია "უფლება ჯანმრთელობაზე", დირექტორი
რატი კერესელიძე - კოალიცია "ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში", კოორდინატორი
ანდრაშ ლედერერი - ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", სტაჟიორი
ანაჰიტ პაპიკიანი - ღია საზოგადოების ინსტიტუტი (სომხეთი), PHP მენეჯერი

