კოალიცია იწყებს მუშაობას
13.02.09 - ჩვენ ვერთიანდებით რათა საზოგადოებას მივაწოდოთ დროული და ობიექტური ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, გავზარდოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება და ერთად ვიბრძოლოთ მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად.
ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა არ არის საკმარისი იმ გამოწვევათა დასაძლევად, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვას.
ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ შეიქმნა კოალიცია "ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში".
კოალიციის პრეზენტაცია შედგება 13 თებერვალს, სასტუმრო ამბასადორში 17:00 საათზე.