ტრეინინგი - ”ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”
27.01.10 - 2009 წლის 28-29 ნოემბერს, დაბა ბაზალეთში, ასოციაციამ ”უფლება ჯანმრთელობაზე”, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით გამართა ტრეინინგი ”ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”.
ტრეინინგს ესწრებოდნენ წევრები კოალიციიდან ”ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში”, ადამიანის უფლებებზე და ჯანდაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ასოციაცია ”ნდობა”, ორგანიზაცია ”ინტერლო”), წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან.
ტრეინინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და ამ დარღვევების ადვოკატირების შესახებ. მოხსენებები ეხებოდა პაციენტის უფლებათა დაცვის სამართლებრივ და ეთიკურ საფუძვლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის პრობლემებს, ექიმის პროფესიულ და სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.


