ENG
 

 

ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონის და ჯანმრთელობის ინიციატივა - საკოორდინაციო შეხვედრა ერევანში

06.04.09 - 5 აპრილს, ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონის და ჯანმრთელობის ინიციატივის ორგანიზებით ერევანში შედგა სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის ამოცანა იყო ქვეყნებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში ახალი მედიის შესაძლებლობების გამოყენების წახალისების და ხელშეწყობის მიზნით.

სამუშაო შეხვედრაში 5 ქვეყნის შესაბამისი პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა ესენია უკრაინა, საქართველო, რუსეთი, სომხეთი და მაკედონია (მათ შორის კოალიციის ”ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” წარმომადგენლებმაც საქართველოდან). 

შეხვედრას ღია საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის ახალი მედიის (NewMedia) მიმართულების კოორდინატორი - მერი ჯოისი.

უკან დაბრუნება  

შექმნილია საათეკი-ს მიერ