ENG
 

 

კოალიციის წევრები

დასახელება: საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ”ნდობა”

მისია: ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთათვის დახმარების გაწევა. ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის ფორმირებიოს ხელშეწყობა. რეაბილიტაციის სერვისების დანერგვის ხელშეწყობა. კრიზისულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტები:
•  ”ფსიქოსოციალური დახმარების სისტემის განვითარება საქართველოში”
•  ”საბავშვო ბაღებში ბავშვთა აღზრდის ფსიქოსოციალური ასპექტების მხარდაჭერა”

მომსახურება:
• კრიზისული ინტერვენცია და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი;
• ცხელი ხაზი;
• პიროვნების განვითარების კლუბი;
• ტრენინგ ცენტრი;


დასახელება: კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი

მისია: ორგანიზაციის მისიას წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა ადვოკატირების, განათლებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გზით.

პროექტები: 
• ”ქალთა სამართლებრივი დახმარება”
• ”ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებების მონიტორინგი და დაცვა”
• ”პოლიცია და ოჯახური ძალადობა”
• ”ინფორმაციის თავისუფლება” 

მომსახურება: 
• უფასო იურიდიული დახმარება;
• საინფორმაციო მომსახურება. 


დასახელება: ასოციაცია ”უფლება ჯანმრთელობაზე”

მისია:
სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანის უფლებების საკითხების, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობაზე უფლების შესახებ ცოდნის გავრცელებისა და დანერგვის მხარდაჭერა.

პროექტები: 
• ”ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტის გამჭვირვალობა”, ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” კოალიციური პროექტი, 2008წ.

მომსახურება: 
• კონსულტაციები სამედიცინო და სამართლებრივ საკითხებში;
• განათლება;
• კვლევა;


დასახელება: კავშირი თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის

მისია: ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში მომხმარებელთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფა, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის აღმოფხვრა.

პროექტები: 
•  “პაციენტთა მონაწილეობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის შექმნაში”
•  “ადვოკაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში”
•  “ადამიანის უფლებათა მონიტორინგი დახურულ ფსიქიატრიულ ინსტიტუციაში”
•  “ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა დაცვა თვითდახმარების ჯგუფების განვითარების გზით”

მომსახურება:
• ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა იურიდიული კონსულტაცია;
• პაციენტთა ადვოკატირება და სოციალური მხარდაჭერა;
• სტიგმის კვლევა;
• თვითდახმარების ჯგუფების განვითარება;
• ტრეინინგები;


დასახელება: ფონდი ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”

მისია:
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”-თბილისის მიზანია:
ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმათა მხარდაჭერა;
ადამიანური, ეთიკური და ეფექტური ფსიქიკური ჯანდაცვის მხარდაჭერა.

გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”  წარმოადგენს მხარდამჭერ ორგანიზაციას. ის ეხმარება მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და განვითარების სფეროში მოღვაწე სხვა დაწესებულებებს კავკასიასა და შუა აზიაში განახორციელონ პროექტები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მთელი რიგი ასპექტების შესახებ. 

პროექტები: 
• ”უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა მორწყვლადი მოსახლეობისათვის”
• ”ადამიანის უფლებათა მონიტორინგი საქართველოს დახურულ დაწესებულებებში”
• ”სასამართლო ფსიქიატრია და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა პენიტენციალურ
   სისტემაში”
• ”მოზარდთა და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა”
• ”საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ფსიქიკური
  ჯანმრთელობისა და ყოვლისმომცველი განათლების მხარდაჭერის გზით” 

მომსახურება:
• საკუთარი რესურს-ცენტრის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება ფსიქიკური
• ჯანმრთელობის სფეროში უკანასკნელი სიახლეების შესახებ;
• დაგეგმილი/მიმდინარე საქმიანობისა და პროექტების შესახებ რჩევის მიცემა, ან
  ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტებში ტრენინგ პროგრამების მხარდამჭერი
  ცენტრის ფუნქციონირება;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის ადგილობრივი ქსელებისა და კოალიციების ჩამოყალიბებისა
  და ფუნქციონირების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
• ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო აქტორებს შორის
  თანამშრომლობის მხარდაჭერა; 
• ლექციების ჩატარება, სამუსაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება მთელ რიგ
  საკითხთა ირგვლივ;
• ტრენინგებით უზრუნველყოფა;
• კონსულტაციები;
• კვლევა; 


დასახელება: კავშირი ”ახალი ვექტორი”

მისია:
ნარკოტიკების მომხმარებელთა საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის მხარდაჭერა.

პროექტები:
• ”ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრა განათლებისა და ადვოკატირების გზით”
• ”ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება”

მომსახურება:
• სარეაბილიტაციო მომსახურება სოციალური ადაპტაციისა და ინტეგრაციისათვის;
• კონსულტაციები;
• კვლევა;
• ტრენინგებით უზრუნველყოფა; 


დასახელება: საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება

მისია:
ჯანმრთელობის დაცვისა და ბიომედიცინის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვა და მხარდაჭერა; სამართლებრივი რეფორმები.

პროექტები:
• “ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება ფსიქიატრიის სფეროში არსებული
  კანონმდებლობის განახლებისა და ინკლუზიური განათლებისათვის ხელშეწყობის გზით”
• ”რეკომენდაციები კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების იმპლემენტაციის შესახებ
  საქართველოში”
• ”რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის~, როგორც საქართველოს
  ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკის დოკუმენტის ლეგიტიმიზაციის შესახებ”
• “ჯანდაცვის ომბუდსმენი საქართველოში – III: ლეგიტიმიზაციის გზაზე”
• “ჯანდაცვის ომბუდსმენი საქართველოში – II”
• ფარმაცევტული და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი
  სამედიცინო განვითარების სისტემის საკანონმდებლო-ნორმტალიული ბაზის მეთოდური
  უზრუნველყოფა~
• “ჯანდაცვის ომბუდსმენი საქართველოში – I”
• "ფარმაცევტული და საშუალო სამედიცინო პერსონალის დიპლომისშემდგომი და უწყვეტი
   სამედიცინო განვითარების სისტემის საკანონმდებლო-ნორმტალიული ბაზის მეთოდური
   უზრუნველყოფა"
• “ჯანდაცვის ომბუდსმენი საქართველოში – I”
• “ადამიანის უფლებების დაცვა პირველადი ჯანდაცვის სფეროში”
• "პაციენტის უფლებების დაცვა ქართულ კანონმდებლობაში"
• “სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის სფეროში
   მიზნობრივი ჯგუფებისთვის მათი ინფორმირებისა და იურიდიული უფლებების დაცვის
   გზით”
• “ჯანდაცვის სფეროში არსებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული
  კანონმდებლობის დებულებების რეალიზაცია”
• "ექიმისა და პაციენტის როლი დემოკრატიული, სამართლიანი და ეთიკური ჯანდაცვის
  სისტემის შექმნაში"
• "მარტოხელა დედებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის
   გაუმჯობესება თბილისის ოთხ რაიონში მიზნობრივი ჯგუფების მათი უფლებების შესაზებ
   განათლებისა და მათი სოციალური აქტიურობის გაზრდის გზით"
• "მარტოხელა დედების უფლებების დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სხვა სოციალური
   საკითხები"
• "საქართველოში პაციენტის უფლებების დაცვა სამედიცინო პერსონალის საქმიანობაში
   თანამედროვე ბიოეთიკის პრინციპების დანერგვის მევშვეობით"

მომსახურება:
• განათლება/ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის მომსახურების მომხმარებელთა/პაციენტთა
  შორის;
• განათლება/ცნობიერების ამაღლება ჯანდაცვის მომსახურების სფეროში მოღვაწეთა შორის;
• ადამიანის უფლებათა ადვოკატირების დაწესებულებათა განვითარება (მათ შორის
  პაციენტთა/ჯანდაცვის ომბუცმენი). 



დასახელება: პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი 

მისია: მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, საქართველოში პაციენტზე ორიენტირებული მედიცინის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მედიცინაში არასასურველ მოვლენათა პროფილაქტიკა, გამოვლენა, უარყოფითი ეფექტების შესუსტება, სამედიცინო მომსახურეობის უსაფრთხო გარემოსა და ოპტიმალური პირობების შექმნის ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის პროფესიულ საქმიანობაში დაშვებული შეცდომების ანონიმური აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება, ჯანმრთელობის სფეროში მოქალაქეთა ინდივიდუალური და სოციალური უფლებების დარღვევის ფაქტების ანანიმური აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება, სამედიცინო შეცდომათა პრგნოზირებისა და პრევენციის სისტემის ჩამოყალიბება, სამედიცინო შეცდომათა რისკების მართვის სწავლება, ამ სფეროში აუცილებელი კანონშემოქმედებით ინიციატივების ხელშეწყობა, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა.

პროექტები:

• მედიკამენტური მკურნალობის უსაფრთხოების კვლევა
• უსაფრთხოების კულტურის კვლევა
• ორსულობისა და ლაქტაციის დროს მედიკამენტების დამაზიანებელი მოქმედების რეესტრის შექმნა
• მსგავსი დასახელების მედიკამენტების რეესტრის შექმნა
• ხელის ჰიგიენის გაიდლაინის შემუშავება
• პაციენტთა უსაფრთხოების დიპლომამდელი სწავლების კურიკულუმის შემუშავება
• აუდიო-ვიდეო სასწავლო მასალების მომზადება
• ექიმების, ექთმების მენეჯერების ტრენინგი
• „მედიკამენტური მკურნალობა და პაციენტთა უსაფრთხოება“ (განმარტებითი ლექსიკონი, • საუკეთესო პრაქტიკა) - თარგმნა და გამოცემა
• ჯანდაცვის ხარისხი საქართველოში - ევროპისა და საქართველოს კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი
• პაციენტთა უსაფრთხოება, საერთაშორისო რეკომენდაციები - შედგენა, თარგმნა და გამოცემა
• საქართველოში სამედიცინო თემებზე შექმნილი ტელესიუჟეტების მართლზომიერება და ეთიკა - კვლევა

მომსახურება:
• კონსულტაცია პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებით;
• კონსულტაცია მედიკამენტურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით;
• ტრეინინგები პაციენტთა უსაფრთხოებისა და უფლებების საკითხებზე;


დასახელება: წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

მისია:
ორგანიზაციის მისიაა
წამების პრევენციის ხელშეწყობა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია. ცენტრი ასევე ეწევა საგანმამანთლებლო საქმიანობას წამების, მისი შედეგების, პრევენციის აუცილებლობის, დაცვის მექანიზმების შესახებ.

მომსახურება:

• ფსიქოსოციალური რეაბილტაცია;
• სამედიცინო რეაბილიტაცია;
• იურიდიული დახმარება;
• სწავლება და ტრეინინგი; 









შექმნილია საათეკი-ს მიერ