ENG
 

 

კოალიციის მისია

ჩვენ, კოალიციაში შემავალ ორგანიზაციებს, გვაერთიანებს რწმენა იმისა, რომ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ ადამიანის და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვაზე ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

კოალიციის - “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, საქართველოში ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა დაცვას და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას და კანონის პატივისცემის დამკვიდრებას, ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ადამიანის უფლებათა უკეთესი რეალიზაციისთვის საერთაშორისო სტანდარტების და მათი განხორციელების მექანიზმების დანერგვასა და ეფექტურ ამოქმედებას. სხვა მიმართულებებთან ერთად კოალიცია “ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” ხელს შეუწყობს საზოგადოების და მასში არსებული მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების (პატიმრები, აივ ინფიცირებულები, ნარკოტიკების მომხმარებლები, ტერმინალურ სტადიაში მყოფი პაციენტები, ფიზიკური, გონებრივი განვითარების შეფერხების და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები და სხვა) სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვას.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, საქართველოში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არ არის განვითარებული სამოქალაქო თუ სოციალური ადვოკატირება მოქალაქეთათვის და მით უფრო მარგინალური და მოწყვლადი ჯგუებისათვის.

ადამიანის უფლებათა დამცველი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა არ არის საკმარისი იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა უკეთეს რეალიზაციას.

კოალიცია მოწოდებულია მოახდინოს ინფორმირება პაციენტის უფლებების შესახებ და ხელი შეუწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას არსებული პრობლემების წინ წამოწევისა და გადაჭრისათვის.

ამ მიზნით კოალიციის წევრები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობებს:
  • საგანმანათლებლო საქმიანობა; 
  • ჯანდაცვის სფეროში არსებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი; 
  • ჯანდაცვის სფეროში გატარებული და მიმდინარე რეფორმების ანალიზი საჯარო ინტერესთან მიმართებაში; 
  • ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემების, მათი წარმოშობის მიზეზების და გადაწყვეტის გზების კვლევა.

შექმნილია საათეკი-ს მიერ