ENG
 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ამაღლების გზით, ქვეყანაში კორუფციის დონის შემცირებას და საქართველოს ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად ის სწავლობს სხვადასხვა სფეროებში კორუფციის გავრცელების დონეებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, ამ მიზეზების აღმოფხვრის მექანიზმებს და შესაბამის რეკომენდაციებს აწვდის ხელისუფლებას და საზოგადოებას. გარდა ამისა, ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' საქართველოს მოქალაქეებს აცნობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, კანონებს, დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ სიახლეებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას; იკვლევს საერთაშორისო გამოცდილებას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც დღეს აქტუალურია საქართველოში; ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების შესრულების მონიტორინგს და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის ინფორმაციას აწვდის ხელისუფლებას და მოსახლეობას; ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც ასევე მიმართულია ქვეყანაში კორუფციის დაძლევისკენ. ''საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო'' აქტიურად თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლებასთან და საქართველოს მოქალაქეებთან.


ფონდი ”საქართველოს თანატოლები”


ფონდის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოების ჯანმრთელობის შენარჩუნება/გაუმჯობესების და განათლების დონის ამაღლების საქმეში.

ფონდი ახორციელებს პროექტებს: 
• პალიატიური მზრუნველობის მედია მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში
• თვითგანათლების პროგრამა.
• “ჩვენ გულით გვესმის”
• “უსაფრთხო სექსის პროგრამა”.
• ”ერთად დავძლიოთ სტიგმა”
• ”იცოცხლე და ნება მიეცი იცოცხლოს – შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე”

ფონდი ახორციელებს მომსახურებას:
• ადვოკატირება
• ტრეინინგები
• სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიებები
• სტიგმის დაძლევისკენ მიმართული ღონისძიებები 


შექმნილია საათეკი-ს მიერ