ENG
 

 

სიახლეები

მრგვალი მაგიდა - ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”
21.06.10 - ასოციაციის ,,უფლება ჯანმრთელობაზე” და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკის პროგრამას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, 2010 წლის 8 ივნისს, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები: არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები”.


14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
14.06.10 - 2010 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, II გამოფენა-ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 43 არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია იღებდა


სამუშაო შეხვედრა გუდაურში
22.04.10 - სამუშაო შეხვედრა თემაზე "შესაძლებლობების განსაზღვრა და წინადადების მომზადება"


მემორანდუმი სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" შორის
12.03.10 - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" დირექტორმა ლელა ცისკარიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.


ტრეინინგი სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებისათვის თემაზე: “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”
12.03.10 - “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “გლობალურმა ინიციატივამ ფსიქიატრიაში”, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის მხარდაჭერით ა.წ 5-7 მარტს, დაბა ბაკურიანში ჩაატარა ტრეინინგი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულების 21 ექიმისათვის თემაზე “ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები”.


შექმნილია საათეკი-ს მიერ